ფეხბურთი

14:55 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სავარაუდოდ, ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადი 26-კაციანი იქნება

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გუნდების განაცხადები დიდი ალბათობით 26-კაციანი იქნება.

ბრიტანული მედია წერს, რომ უეფამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, უახლოეს ხანში კი, ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

განაცხადები წესით, 23-კაციანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეფას კონგრესზე მწვრთნელებს მოუსმინეს, სადაც უმეტესობამ 26-კაციანი განაცხადები გამოითხოვა და როგორც ჩანს, მათი იდეები გაიზიარეს.

ამრიგად, ვილი სანიოლს ევრო 2024-ზე 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნება. განაცხადის დასახელების ბოლო ვადა 7 ივნისია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდში), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგში) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12202