ფეხბურთი

22:29 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ პოგბა შეიცვალა, ფეხბურთი მისთვის მთავარი აღარ იყო"

ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა და დაასახელა პრობლემა, რის გამოც ფრანგმა წარმოუდგენელი რეგრესი განიცადა.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ თითქმის ყველას ემართება ეს მისი კარიერის მომენტში: კარგავ განცდას იმის შესახებ თუ ვინ ხარ და ვინ უნდა იყო. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ვფიქრობ, პოლი სხვანაირი დაბრუნდა. მსოფლიოს ჩემპიონობამ იმ განზომილებაში მიიყვანა, სადაც ფეხბურთი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღარ იყო. არ მომწონს ის სიტუაცია, რომელშიც ახლა პოლია დისკვალიფიკაციის გამო“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო პოგბასთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა. პოლ პოგბა დოპინგ კონტროლზე ჩავარდნის გამო ფეხბურთს 4 წლით ჩამოაშორეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114423