ფეხბურთი

20:05 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას მიმართ ინტერესს საფრანგეთიდან და ინგლისიდან იჩენენ

„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან ინტერესი არსებობს.

ESPN-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, კვარაცხელიას თაობაზე შეიძლება „ნაპოლიმ“ ზაფხულში 100 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღოს. რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსია“, ხოლო სხვა კლუბები ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022 წლიდან დღემდე „ნაპოლის“ მაისურით 84 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121608