ფეხბურთი

17:36 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე გამოჯანმრთელდა, "კარლსრუემ" "ჰერტა" დაამარცხა

გერმანიის II ბუნდესლიგის 30-ე ტურში „კარლსრუემ“ ბერლინის „ჰერტას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ინფექციის შემდეგ გამოჯანმრთელდა ბუდუ ზივზივაძე, რომელიც განაცხადში იყო, თუმცა ქართველ ფორვარდს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია და სათადარიგო სკამზე დარჩა.

ბუდუს მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ორი მატჩი არ უთამაშია, ხოლო სეზონში 26 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

მასპინძლებმა ბერლინელები მარკო თიდეს, იგორ მატანოვიჩისა და მარვინ ვანიცეკის გოლებით დაამარცხეს.

„კარლსრუე“ 46 ქულით მეხუთე ადგილზე აღზევდა, მაგრამ სამეულში მოხვედრა გაუჭირდება, რადგან სეზონის ბოლომდე 4 ტურია დარჩენილი და ჩამორჩენა 9 ქულაა. კრისტიან აიხნერის გუნდი მომდევნო ტურში 28 აპრილს, სტუმრად „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108078