ფეხბურთი

14:55 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სვენ-გორან ერიქსონი გიოტებორგშიც დააფასეს (+VIDEO)

სვენ-გორან ერიქსონს პატივი გიოტებორგშიც მიაგეს, სადაც „ნორჩეპინგთან“ მატჩის წინ დახვედრა მოუწყვეს.

შვედი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ „ლივერპულში“ დააფასეს, გუნდს, რომელსაც ყოველთვის გულშემატკივრობდა, ხოლო ახლა „ულევის“ სტადიონზე დიდებული დახვედრა მოუწყვეს და 66 წლის სპეციალისტმა, რომელიც პანკრეასის კიბოთია დაავადებული, ცრემლები ვერ შეიკავა.

ერიქსონი „გიოტებორგში“ 1979-1982 წლებში მუშაობდა და 1982 წელს გუნდს შვედეთის ჩემპიონატთან ერთად უეფას თასიც მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111592