ფეხბურთი

20:04 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „ბარსელონა“ დაამარცხა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, „ბარსელონამ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ნახევარმცველმა ერინ კატბერტმა გაიტანა.

საპასუხო თამაში 27 აპრილს გაიმართება. შეხვედრა ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდება.

პარალელურ ნახევარფინალში ფრანგული „ლიონი“ და პსჟ ითამაშებენ. პირველი მატჩი დღეს, 20 აპრილს გაიმართება ლიონში. საპასუხო - 28 აპრილს.

ფინალი კი 25 მაისს ბილბაოს „სან მამესის“ სტადიონზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგა შარშან „ბარსელონამ“ მოიგო. ტურნირის ფინალში კატალონიურმა კლუბმა გერმანული „ვოლფსბურგი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116176