ფეხბურთი

11:08 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუნინი: „ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი“

მადრიდის „რეალის" მეკარემ ანდრი ლუნინმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტისთან" 1:1 (4:3 პენ) პენალტების სერიაზე ისაუბრა.

„პენალტების სერიისთვის ვემზადებოდით. მე მქონდა ინფორმაცია იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც დარჩნენ მატჩისშემდგომ სერიაში პენალტების შესასრულებლად. მართალია, ერთ მომენტში მომიწია გარისკვა. საბედნიეროდ, ბერნარდუსთან ყველაფერი კარგად დასრულდა. ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი (იღიმის)“ - ციტირებს AS ლუნინის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიაში „რეალის" უკრაინელმა მეკარემ პორტუგალიელ ბერნარდუ სილვას და ხორვატ მატეო კოვაჩიჩს ორი თერთმეტმეტრიანი აუღო.

ამ სეზონში ლუნინმა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაუშვა და 12 მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121436