ფეხბურთი

2:10 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "კმაყოფილი ვარ ამ მიღწევით, ოთხეულში მოხვედრა შესანიშნავია"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ლონდონის „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნახევარფინალში გასვლა გასაოცარი განცდაა.

„ყოველჯერზე საოცარია ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვედრა. ძალიან რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ დავიმსახურეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა. მინდა, გუნდს მივულოცო. მაზრაუიმ და გარეირომ ძალიან კარგად ითამაშეს, გვჭირდებოდა მარცხენა ფლანგზე ასეთი ურთიერთგაგება, რადგან „არსენალის“ მარჯვენა ფლანგი მართლაც ძალიან ძლიერია.

„ბაიერნისთვის“ ყველაფერს ვაკეთებ, გადაწყდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სეზონის შემდეგ დასრულდეს, მაგრამ მანამდე გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ. ბედნიერი ვარ, რომ ნახევარფინალში გავედით, ეს დიდი მიღწევაა“, - აღნიშნა ტუხელმა.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2020 წლის შემდეგ პირველად გავიდა, სადაც მადრიდის „რეალს“ შეხვდება. თომას ტუხელი გახდა პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად გავიდა (ბაიერნი, პსჟ, ჩელსი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12025