ფეხბურთი

1:55 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი გავარდა: "რეალი" "ნახევარფინალშია

მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ გასულ სეზონში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე დატოვა.

მადრიდში 3:3-ის შემდეგ „ეტიჰად სთედიუმზეც“ ძალიან დაძაბული შეხვედრა გაიმართა. ესპანელები მე-12 წუთზე როდრიგომ დააწინაურა, ამის შემდეგ კი, კარლო ანჩელოტის გუნდმა ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო.

„სიტი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტიც არაერთხელ შექმნა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. 76-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა მიზანს მაინც მიაღწია და წონასწორობა, როგორც მატჩში, ისე ორმატჩიან დუელში აღადგინა. ძირითადი დრო ასე დასრულდა - 1:1.

დამატებით დროში გუნდებს გარისკვა გაუჭირდათ და გასაკვირი არაა, რომ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

მანჩესტერელებმა კარისკენ 34-ჯერ დაარტყეს, 18 კუთხური ჩააწოდეს (ერთის საპირისპიროდ), მაგრამ დიდი უპირატესობა მოგებაში მაინც ვერ ასახეს.

საბოლოოდ, პენალტების სერიაში „რეალმა“ მოიგო. არადა, თავიდან სტუმრებისთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო, რადგან ლუკა მოდრიჩის პენალტი ედერსონმა მოიგერია. თუმცა, შემდეგ ანდრეი ლუნინი იყო შესანიშნავი, რომელმაც ბერნარდო სილვას და მატეო კოვაჩიჩს ზედიზედ ორი პენალტი აუღო!

საბოლოოდ, „სამეფო კლუბმა“ 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნს“ შეხვდება, ასე რომ, წინ ნამდვილი კლასიკა გველოდება. აღსანიშნავია, რომ წინა ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგა „სიტი-„რეალის“ დუელში გამარჯვებულა მოიგო, ვნახოთ, ეს ტრადიცია გაგრძელდება თუ არა.

„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 1:1 პენ: 3:4 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 4:4

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ედერსონი; უოკერი, რუბენ დიაში, აკანჯი (სტოუნსი 112), გვარდიოლი; როდრი, დე ბრუინი (კოვაჩიჩი 112); ბერნარდო სილვა, ფოდენი, გრილიში (დოკუ 72); ჰოლანდი (ალვარესი 90)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„რეალი“ (4-3-1-2): ლუნინი; კარვახალი (მილიტაო 110), ნაჩო, რიუდიგერი, მენდი; ვალვერდე, კამავინგა, კროოსი (მოდრიჩი 79); ბელინგემი; როდრიგო (დიასი 84), ვინისიუსი (ვასკესი 102)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)

პენალტების სერია: 1:0 ალვარესი, 1:0 მოდრიჩი (მეკარე), 1:0 ბერნარდო სილვა (მეკარე), 1:1 ბელინგემი, 1:1 კოვაჩიჩი (მეკარე), 1:2 ვასკესი, 2:2 ფოდენი, 2:3 ნაჩო, 3:3 ედერსონი, 3:4 რიუდიგერი

გაფრთხილება: გრილიში (59), გვარდიოლი (61), როდრი 90) - კარვახალი (38), მენდი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 34 (11) – 8 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 18:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129238