ფეხბურთი

23:26 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

58 წლის ასაკში რომარიომ კარიერა განაახლა და შვილთან ერთად ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო 58 წლის ასაკში კარიერას განაახლებს.

რომარიო მეორე დივიზიონის „ამერიკაში“ ითამაშებს, რომლის პრეზიდენტია. მას მინიმალური ხელფასი დაენიშნება, რომელიც ისევ კლუბს მოხმარდება. ცხადია, რომ ის მოედანზე ყველა მატჩში არ გავა.

რაც მთავარია, რომარიო თავის შვილთან, რომარინიოსთან ერთად ითამაშებს, რომელიც „ამერიკას“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ რომარიოს პროფესიონალურ დონეზე არაერთგან აქვს ნათამაშები, მათ შორის, „ვასკო და გამაში“, პსვ-ში, „ფლამენგოში“, „ბარსელონაში“ და ბოლოს 2009 წელს სწორედ „ამერიკას“ წევრი იყო.

თეგებირომარიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113418