ფეხბურთი

22:28 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

34-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა: "ალ-ჰილალი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა. ტურნირის მთავარი ფავორიტი „ალ-ჰილალი“ ემირატების კლუბ „ალ აინთან“ სტუმრად 2:4 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სოფიან რაჰიმის ბენეფისი იყო. მაროკოელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეორე ნახევარში მალკომმა სხვაობა შეამცირა, რასაც მალევე კაკუმ უპასუხა და სამბურთიანი სხვაობა აღადგინა. 78-ე წუთზე სალემ ალ დავსარიმ გაიტანა და არაბულმა კლუბმა 2:4 წააგო, რითაც საპასუხო მატჩის წინ ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. აქვე ვთქვათ, რომ „ალ აინის“ მთავარი მწვრთნელი ერნან კრესპოა.

სხვათა შორის, „ალ-ჰილალის“ 34-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა! ჟორჟე ჟეზუშის გუნდს ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს ვერ მოეგო, როცა „დამაკს“ დაუზავდა (1:1), ხოლო წაუგებელი სერია უფრო გრძელი იყო - 44 მატჩი (გასული წლის 12 აგვისტოდან).

მეორე ნახევარფინალში სამხრეთკორეულმა „ულსანმა“, სადაც ბოლო წლებში ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდა, იაპონური „იოკოჰამა მარინოსი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მე-19 წუთზე ლი დონ-გიეონმა გაიტანა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები 23 და 24 აპრილს გაიმართება.

თეგებიალ-ჰილალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115586