კალათბურთი

18:47 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა B ლიგაში მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები გაიმართა

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში პლეი ოფი დაიწყო. საჩემპიონო რბოლაში რეგულარული ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდი ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ B დივიზიონში მთლიანობაში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 6 ჯუფში იყვნენ განაწილებულნი. 2 წრის შემდეგ პლეი ოფში (მერვედფინალში) თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო, პლუს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავიდა.

1-2 ადგილებით მერვედფინალში გავიდნენ: თბილისი ბასკეტი, აკადემია, ქუთაისი 2, რუსთავი 2, ზფა 2, ბრუკლინი 2 (ყველა პირველი ადგილი), ვსა, ჰიუნდაი 2, ვსა 2, მართვე 2, მუხბე, ვინგსი 3, (ყველა მე-2 ადგილი), ელვა, დოლა, ქარი (საუკეთესო მე-3 ადგილოსნები). ეს 16 გუნდი მერვედფინალში დაწყვილდა, სადაც სერიები 2-მატჩიანია. მხოლოდ დოლა – ბრუკლინი 2-ის წყვილში არ გასნილა სერია, დანარჩენი სერიების პირველი მატჩები 15 და 16 აპრილს თბილისი არენაზე გაიმართა.

ეს გუნდები 19 და 20 აპრილს სერიის მეორე მატჩებს ითამაშებს და მეოთხედფინალისტებს გამოავლენს. დოლა-ბრუკლინი 2-ის წყვილი მერვედფინალუსრი სერიის პირველ მატჩს 19, ხოლო მეორეს, 20 აპრილს ჩაატარებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116137