სხვა

15:10 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ"

ცნობილი ქართველი სპორტსმენები რუსულ კანონს პროტესტს უცხადებენ და საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ.

არა მარტო ფეხბურთელები, არამედ სხვა სპორტის ცნობილი სახეებიც. მაგალითად, ილია თოფურია, რომელმაც ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვითონ პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“, - დაწერა თოფურიამ.

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შოთა არველაძემ, რომელმაც დაწერა:

არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს”.

ასევე, მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია:

„ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.

სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო - როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112261