ფეხბურთი

1:20 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

2013 წლის შემდეგ პირველად "დორტმუნდი" ნახევარფინალშია

დორტმუნდში დიდხანს ელოდნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს და ეს დღეც დადგა. გერმანულმა გუნდმა მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ წაგების მიუხედავად (1:2), საკუთარ მოედანზე სიტუაცია შეცვალა და მომდევნო ეტაპზეა.

ედინ ტერზიჩის გუნდმა აჯობა ესპანურ გუნდს და დამსახურებულად მოიგო. პირველ ტაიმში იულიან ბრანდტმა და იონ მაატსენმა ორჯერ გაუტანეს იან ობლაკს და პირველივე ტაიმის მერე ტაბლოზე „ბორუსიასთვის“ ხელსაყრელი ანგარიში იყო.

მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა, რადგან ჯერ მატს ჰუმელსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი, ანხელ კორეამ სულაც გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში ესპანელები ისევ წინ გავიდნენ.

თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა. 71-ე და 74-ე წუთებზე, ნიკლას ფიულკრუგმა და მარსელ ზაბიტცერმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ტერზიჩის შეგირდებმა ბოლომდე შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში.

4:2 „სიგნალ იდუნა პარკზე“ და 5:4 ორი მატჩის ჯამში. დიეგო სიმეონე ისევ ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე დარჩა, ხოლო „დორტმუნდი“ 2013 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში, ისტორიაში კი, მეხუთედ.

„დორტმუნდი“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება ფინალის საგზურისთვის, რომელსაც ჯგუფში უკვე ეთამაშა. გერმანიაში მატჩი 1:1 დასრულდა, საფრანგეთში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.

„დორტმუნდი“ – „ატლეტიკო“ 4:2 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:4

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 81 365

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბერკი, მაატსენი; ზაბიტცერი, ემრე ჯანი; ადეიემი (ბაიტონ-გიტენსი 66), ბრანდტი (როისი 90), სანჩო (ოზჯანი 86); ფიულკრუგი

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

„ატლეტიკო“ (5-3-2): ობლაკი; მოლინა (ბარიოსი 46), ვიტსელი, ხიმენესი, ერმოსო, ასპილიკუეტა (რიკელმე 46); ლორენტე, კოკე, დე პაული (საული 84); მორატა (კორეა 46), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ბრანდტი (34), 2:0 მაატსენი (39), 2:1 ჰუმელსი (49, ა.გ), 2:2 კორეა (64), 3:2 ფიულკრუგი (71), 4:2 ზაბიტცერი (74)

გაფრთხილება: რიერსონი (43) - ასპილიკუეტა (30), ერმოსო (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 9 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112546