ფეხბურთი

15:39 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Eurosport: "მეცი" გადარჩენისთვის ბრძოლაში ცოცხალი მიქაუტაძის წყალობითაა

Eurosport-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტური შეაჯამა და TOP-FLOP ფეხბურთელები გამოავლინა.

რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძე ტოპებში მოხვდა, რომელმაც „ლანსთან“ ორი გოლი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

„ამსტერდამის „აიაქსში“ წასვლიდან სულ რაღაც 5 თვის შემდეგ მოზელეში იანვრის დასაწყისში დაბრუნებულ გიორგი მიქაუტაძეს „მეცის“ გულშემატკივრები მესიად ელოდნენ. მისი თამაში თავიდან ჩვეულებრივი იყო, თუ იმედგამაცურებული არა, მაგრამ თებერვლის ბოლოდან ქართველმა ისევ ძალიან მაღალ დონეზე თამაში დაიწყო.

პარასკევ საღამოს მან „ლანსის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, რაც მის გუნდს საშუალება მისცა ცუდად დაწყებული თამაში შეეცვალა. „მეფე ჟორჟმა“ ბოლო შვიდ მატჩში 7 გოლი გაიტანა და თუ „მეცი“ გადარჩენისთვის ბრძოლაში ჯერ კიდევ ცოცხალია, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115992