ფეხბურთი

22:49 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტი" ძალიან ახლოსაა 14-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურთან (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში „შტუტგარტმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

„შვაბები“ დასაწყისშივე გირასის და უნდავის გოლებით დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმის მიწურულს ლეველინგმა მესამე გაიტანა და მატჩს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა. „შტუტგარტმა“ 63 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს „ბაიერნთან“ ერთად იყოფს. თეთრ-წითლები მეხუთე ადგილს 7 ქულით უსწრებენ და დარჩენილ 5 ტურში თუ სასწაული არ მოხდა, 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად „შტუტგარტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

„ბაიერნმა“ „კიოლნი“ მეორე ტაიმში გატეხა და მოიგო, მაგრამ „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა დასრულებულია, „ლევერკუზენი“ კვირას შინ „ვერდერს“ თუ დაამარცხებს, ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდება და 12 წლის შემდეგ ასევე პირველად გერმანიას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098283