ფეხბურთი

2:46 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "აიაქსის" პერიოდმა მიქაუტაძეზე კვალი დატოვა, თითქოს, უფრო დიდი დაბრუნდა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „ლანსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა და მან კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა. როგორც რუმინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გიორგი „აიაქსიდან“ 5-6 წლით უფროსი დაბრუნდა.

„ეს არ არის გამარჯვება, რომელიც დღეს ციდან ჩამოვარდა. საწყის 20 წუთში ნახევარდაცვაში ვერ ვიპოვეთ ჩვენი ადგილი, შემდეგ ყველამ იპოვა თავისი ზონა, რათა გვეპასუხა „ლანსისთვის“.

მიქაუტაძე? ჩვენგან წასვლისას მას უკვე ჰქონდა ორი გოლი და საგოლე პასი. „აიაქსში“ გატარებულმა დრომ თავისი კვალი დატოვა, ის ცოტა ინტროვერტი დაბრუნდა. მანამდე მომღიმარი ბიჭი იყო და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ხუთი-ექვსი წლით უფრო დაბრუნდა. ჩვენს ჩემპიონატს იცნობდა, მაგრამ ლიგა 1-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია საჭიროა და ამ ადაპტაციის შემდეგ დღეს ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.53537