ფეხბურთი

15:26 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ განმარტა, თუ როგორ იმუშავებს VAR ევრო 2024-ზე

უეფამ განმარტა, თუ როგორ იმუშავებს VAR სისტემა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. VAR-ს დაემატება ბურთთან დამაკავშირებელი ტექნოლოგია, ნახევრად ავტომატური თამაშგარეს გამოვლენის სისტემა (SAOT) და გოლების ამოცნობის ტექნოლოგია.

ტურნირის ოფიციალური ბურთი შეიცავს მოძრაობის სენსორებს, რომლებიც კომპიუტერს აწვდიან ზუსტ მონაცემებს რეალურ დროში. ახალი ტექნოლოგია ეხმარება მატჩის მსაჯებსა და VAR-ს ბურთის თითოეული შეხების იდენტიფიცირებაში, ამცირებს თამაშგარესა და პენალტებისას განსჯის შუალედში დახარჯულ დროს.

მონაცემებს ასევე გამოიყენებენ სატელევიზიო გრაფიკისა და ვიზუალიზაციის შესაქმნელად.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალური ეტაპი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს 10 ქალაქში 10 სტადიონი უმასპინძლებს. ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრებია, რომელიც პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს დორტმუნდში, თურქეთის ეროვნულ გუნდთან.

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155167