ფეხბურთი

18:05 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ევრო 2024-ზე განაცხადი 26-კაციანი უნდა იყოს, ასე უფრო სამართლიანი იქნება"

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ევრო 2024-ზე 26-კაციან განაცხადებს ემხრობა. როგორც მან თქვა, ეს უფრო სამართლიანი იქნება. გარდა ამისა, სპალეტიმ თავის გუნდის შანსებზე ისაუბრა.

„შემადგენლობა? ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ რჩება დრო, მაგრამ ძირითადი სამუშაოები უკვე დავასრულეთ, სხვა ფანჯარა არ გვექნება. მარტის მატჩების დროს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-წლამდე ნაკრებს დავუთმეთ. მარტის შეკრებიდან 15-16 ფეხბურთელი იქნება, ვინც ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, მაგრამ გვექნება დრო სეზონის ბოლო ნაწილში სიტუაცია კიდევ შევაფასოთ.

იტალიამ ყოველთვის იცის კონკურენციაში უფრო მეტი როგორ გაიღოს. 2006 წლის მუნდიალივით? დიდი ისტორია ფეხბურთელებისთვის პლაცდარმია, მაგრამ იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ვთამაშობდით, თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. ჯერ არ ვართ საუკეთესო გუნდების დონეზე, მაგალითად, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ინგლისის, მაგრამ გვინდა ვიმუშაოთ მათ დონემდე მისასვლელად. ყველას ოცნებაა 2006 წლის მუნდიალის სიტუაციის გამეორება, რომელიც ასევე გერმანიაში ჩატარდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველაზე ძლიერები ვიყოთ, რაც ადვილი არაა.

განაცხადი? ვფიქრობ, უფრო სამართლიანი იქნება 26-კაციანი განაცხადი, თუ სათადარიგო სკამზე 15-ვე ფეხბურთელის ყოლის უფლება გვექნება“, - თქვა სპალეტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113935