ფეხბურთი

13:48 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინ რამდენს გამოიმუშავებს ევრო 2024-ის მწვრთნელებიდან

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ყველაზე დაბალი ხელფასი ვილი სანიოლს აქვს.

გამოქვეყნდა 24-ვე ნაკრების მთავარი მწვრთნელების წლიური ანაზღაურება, რომლის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მეტს ინგლისის ნაკრებში გარეთ საუთგეიტს უხდიან - წელიწადში თითქმის 6 მილიონ ევროს.

სანიოლის წლიური ხელფასი კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 200 000 ევროა. ვილისთან ყველაზე ახლოს რუმინეთის ნაკრების მწვრთნელის, ედვარდ იორდანესკუს გასამრჯელოა, რომელიც წელიწადში 240 000 ევროს გამოიმუშავებს, იქვეა ჩეხების დამრიგებელი ივან ჰაშეკი, რომლის ხელფასი 250 000 ევროა.

ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელების წლიური ხელფასების მაჩვენებელი ასეთია:

1. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) - 5.8 მილიონი ევრო

2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) 4.8 მილიონი ევრო

3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) – 4 მილიონი ევრო

4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.8 მილიონი ევრო

5. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) – 3 მილიონი ევრო

6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) – 3 მილიონი ევრო

7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) – 1.8 მილიონი ევრო

8. მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1.6 მილიონი ევრო

9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) – 1.5 მილიონი ევრო

10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) – 1.5 მილიონი ევრო

11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) – 1.5 მილიონი ევრო

12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) – 1.4 მილიონი ევრო

13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) 1.2 მილიონი ევრო

14. სერგეი რებროვი (უკრაინა) – 1.2 მილიონი ევრო

15. კასპერ ჰიულმანდი (დანია) – 1.1 მილიონი ევრო

16. სილვინიო (ალბანეთი) – 750 000 ევრო

17. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) – 560 000 ევრო

18. სტივ კლარკი (შოტლანდია) – 550 000 ევრო

19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) – 540 000 ევრო

20. მარკო როსი (უნგრეთი) – 300 000 ევრო

21. მატიაჟ კეკი (სლოვენია) – 300 000 ევრო

22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) – 250 000 ევრო

23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) – 240 000 ევრო

24. ვილი სანიოლი (საქართველო) – 200 000 ევრო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდში), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგში) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111154