ფეხბურთი

20:18 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "მნიშვნელოვანი მენტალური ასპექტი იქნება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მენტალურ ასპექტს.

„მნიშვნელოვანია საუკეთესო მხარის ჩვენება, ასევე მენტალური ასპექტი. მოედანზე სიმამაცე და ხასიათი უნდა გამოვავლინოთ. მატჩისთვის მოსამზადებლად დრო გვქონდა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ვაჩვენებთ, რისი უნარიც გვაქვს.

საოცარი თამაში იქნება, ორივე გუნდი ძალიან მაღალი ხარისხისაა, თითოეულს აქვს თავისი მახასიათებლები, ამიტომ, ტაქტიკური თვალსაზრისით საინტერესო თამაში იქნება. გვჯერა, რომ გარკვეულ ასპექტებში მეტოქეს ვაჯობებთ, რაღაცებში ისინი ჩვენზე უკეთესები არიან", - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128067