კალათბურთი

17:20 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 5 ქულა და 5 მოხსნა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ჟირონა“ 74:60 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი შერმადინმა 28 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან მხოლოდ 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11 გამოდგა.

თამაშის დაწყებამდე გიორგის მარტის MVP-ს პრიზი გადასცეს, რაც ლიგა ენდესას თვის საუკეთესოობისთვის დაიმსახურა.

„ლენოვო ტენერიფე“ 18 გამარჯვებით და 10 მარცხით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, „ბილბაოსთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121251