ფეხბურთი

0:48 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" II ბუნდესლიგის ლიდერი დაამარცხა

გერმანიის II ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გათამაშების ლიდერი „ზანკტ პაული“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები მეორე წუთზე მარსელ ფრანკემ დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს უპასუხეს სტუმრებმა. კრისტიან აიხნერის გუნდმა 69-ე წუთზე პოლ ნებელის გოლით 2:1 მოიგო.

ბუდუმ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 67-ე წუთამდე იყო. მას ერთი კარგი შანსი ჰქონდა 63-ე წუთზე, როდესაც ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. 30 წლის ზივზივაძეს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონშ 26 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

„კარლსრუე“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა და საპლეი-ოფო, მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს, ჩამორჩენა 6 ქულაა. მომდევნო ტურში ქართველი ფორვარდის გუნდის მეტოქე 13 აპრილს, სტუმრად „პადერბორნი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114589