ფეხბურთი

22:35 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „ბორდომ“ სტუმრად „კაენი“ 1:0 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი საგოლე პასი მიითვალა.

მეოცე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოში ძალიან კარგად იმოქმედა და კარგად შენიშნა პედრო დიასის მოძრაობა, რომელსაც იდეალური პასი გაუკეთა, მანაც ზურიკოს გარჯა გოლით დაუფასა.

ქართველმა შემტევმა ბოლო ორ მატჩში თავი გოლით და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ექვსჯერ კი საგოლე პასი გააკეთა

„ბორდო“ 41 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 აპრილს, „ბასტიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107219