ფეხბურთი

20:05 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის 30 წუთი "პრესტონთან", "უოტფორდმა" ისევ ვერ მოიგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „პრესტონს“ უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, გოლი არ გასულა და ისინი ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.

გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბში სანაკრებო მატჩების შემდეგ პირველად ითამაშა. ქართველი მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა, მაგრამ თავის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. მატჩის მიწურულს ჩაკვემ ყვითელი ბარათიც მიიღო.

„უოტფორდი“ 51 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 აპრილს, „იფსვიჩ თაუნს“ სტუმრად დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120819