ჭიდაობა

20:25 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაქოში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც რობერტ კობლიაშვილმა წარმატებით იასპარეზა.

97 კგ წონით კატეგორიაში კობლიაშვილმა იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს, ნორვეგიელ ბალდაუფს და გერმანელ ლუკას ლაზოგიანისს აჯობა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა. სწორედ ფინალისტებს ერგოთ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია.

ჯერჯერობით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს მხოლოდ ეს ერთი ლიცენზია აქვს, წინ კი, კიდევ ერთი სალიცენზიო ტურნირია, რომელსაც სტამბული უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177945