ფეხბურთი

10:28 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კაიზერსლაუტერნი" გერმანიის თასის ფინალშია

გერმანიის თასის ფინალში „კაიზერსლაუტერნი“ გავიდა, რომელმაც მესამე ლიგის ბინადარი „ზაარბრიუკენი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.

სტუმრებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში მარლონ რიტერმა 53-ე წუთზე გახსნა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ალმამი ტურემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ზაარბრიუკენმა“ ნახევარფინალამდე ბუნდესლიგის სამი გუნდი დაამარცხა, მათ შორის, „ბაიერნი“, თუმცა ამჯერად მეორე ბუნდესლიგის წევრის, „კაიზერის“ ძლევა ვეღარ მოახერხა.

„კაიზერსლაუტერნი“ გერმანიის თასის ფინალში „ლევერკუზენსა“ და „დიუსელდორფს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12075