ფეხბურთი

15:39 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Gazzetta dello Sport: ალეგრის „იუვენტუსიდან“ გაათავისუფლებენ, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება

„იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, თუ ტურინული კლუბი ამ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება - წერსLa Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, თუ „იუვენტუსი“ მომდევნო წლის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, მნიშვნელოვან მოგებას დაკარგავს. თუმცა, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და არ სურს, რომ ასეთი სცენარი განვითარდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში30 ტურის შემდეგ „იუვენტუსმა“ 59 ქულა დააგროვა და ამჟამად მესამე ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. „ბოლონია“ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116155