ფეხბურთი

11:50 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ცდილობს დაარწმუნოს ჩავი დარჩეს - ფაბრიციო რომანო

„ბარსელონა" კატალონიური გუნდის ამჟამინდელ მწვრთნელთან, ჩავისთან თანამშრომლობის გაგრძელებას ცდილობს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ არის ახლოს არცერთ მწვრთნელთან შეთანხმებასთან, რადგან ჩავისთან თანამშრომლობის გაგრძელებას იმედოვნებენ. კლუბი ცდილობს დაარწმუნოს მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე დარჩეს.

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს ჩავიმ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ესპანელმა სპეციალისტმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მისი განზრახვა „ბარსელონას“ დატოვების შესახებ არ შეცვლილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1018