კალათბურთი

1:07 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსმა" ბოლო პერიოდში 15-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და წააგო

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „პისტოიას“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი განიცადა.

ლუკა ბანკის გუნდი ბოლო პერიოდის წინ 15 ქულით იყო წინ და თითქოს, ადვილად უნდა მოეგო, მაგრამ მეოთხე მეოთხედი 22 (!) ქულით წააგო და საბოლოოდ, 93:100 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 15 წუთში მხოლოდ 3 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, „ვენეციას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11303