ფეხბურთი

20:53 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუმ „ლოს-ანჯელესში“ გადასვლის შესახებ ჭორებზე ისაუბრა

„მილანის" ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ „ლოს-ანჯელესში" მისი ტრანსფერის შესახებ ჭორებს უპასუხა.

„უკომენტაროდ! სეზონი ჯერ არ დასრულებულა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, - ციტირებს ტვიტერში Téléfoot ჟირუს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოლივიე 2025 წლამდე „ლოს-ანჯელესთან“ კონტრაქტს დათანხმდა.

გამოცდილმა ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „მილანის“ რიგებში 36 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შესრულა. ფრანგი ფეხბურთელი „როსონერის“ შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113781