ფეხბურთი

15:01 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს რეაქცია, როდესაც ლუის ენრიკემ კიდევ ერთხელ შეცვალა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კილიან მბაპე ისევ შეცვალა, რამაც ფრანგი ფეხბურთელის გაბრაზება გამოიწვია.

„მარსელის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მბაპეს მოედნის დატოვება 65-ე წუთზე მოუწია და მას ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია. ვიდეოკამერებიდან გაშიფრეს მბაპეს ტუჩების მოძრაობა და გაირკვა, რომ მან მწვრთნელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ლუის ენრიკეს თამაშის შემდეგ მოუწია მისი გადაწყვეტილების ახსნა და ასეთი კომენტარი გააკეთა: „ხალხი ჩემს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება? არ მაინტერესებს. ყოველ კვირას ერთი და იგივე მუსიკაა, ეს მოსაწყენია. მწვრთნელი მე ვარ და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. მაქსიმუმს ვაკეთებ პსჟ-სთვის და ასე ვიქნები პარიზში მუშაობის ბოლო დღემდე“, - აღნიშნა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ველოდრომზე“ მარსელის „ოლიმპიკი“ 2:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120637