ფეხბურთი

14:30 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "პრემიერლიგაში ფავორიტი ადრე ჩვენ ვიყავით, ახლა "ლივერპულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტი არ არის.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, სატურნირო ცხრილი ამბობს, ვინ არის ფავორიტი:

„ამ მომენტში „ლივერპული“ პირველია. 9 მატჩი რჩება და ვნახოთ რა მოხდება. მეორე ფავორიტი „არსენალია“, მესამე - ჩვენ. ადრე ჩვენ ვიყავით მთავარი ფავორიტი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგას „ლივერპული“ ლიდერობს, რომელიც 2 ქულით უსწრებს „არსენალს“, ხოლო სამით „მანჩესტერ სიტის“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11613