ფეხბურთი

17:26 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გარეშე "ნაპოლი" "ატალანტასთან" განადგურდა

ორკვირიანი პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი განახლდა, იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და 0:3 წააგო.

ფრანჩესკო კალცონას გუნდმა მორიგი სუსტი თამაში აჩვენა და უშანსოდ დამარცხდა. პირველივე ტაიმში ბერგამოელებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს ალექსეი მირანჩუკისა და ჯანლუკა სკამაკას გოლებით.

მატჩის მიწურულს ტეუნ კუპმაინერსმა მესამედ დაამწუხრა ნეაპოლელები და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში მცირე ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია.

„ნაპოლი“ 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდა, მით უფრო, „ატალანტა“ მისი უშუალო კონკურენტია. „აძური“ მომდევნო ტურში 7 აპრილს, სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108478