ფეხბურთი

17:01 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "გადაწყვეტილებას არ შევცვლი, "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დავტოვებ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ შეუცვლია და სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.

„ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტისგან, დეკოსგან არის ნდობა და მეგობრობა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვფიქრობ, რა არის საუკეთესო კლუბისთვის და დაჟინებით ვამბობ, რომ გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს ორი თვის წინ დააანონსა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120433