ფეხბურთი

13:41 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტ რიერა: "დავითაშვილმა იცის, რომ მეტი შეუძლია და ბევრს მუშაობს"

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელისგან მეტის მოლოდინი აქვთ და პირველ რიგში, ზურიკომ იცის, რომ მეტი შეუძლია.

„როდესაც ბედნიერი ხარ, საქმის უკეთ გაკეთებაც შეგიძლია. ის ძალიან მოტივირებული ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მისი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. იცით, რომ ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარს, გუნდურად საუბარი მირჩევნია. მართალია, რომ მისგან ბევრს ველით, მას ბევრად მეტი შეუძლია, მეტი გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთების უნარი აქვს. ვიცით, რომ ეს რეალობაა და პირველ რიგში, ეს თვითონ იცის. ბურთს როგორც კი ეხება, ჩანს, რომ დიდი პოტენციალი გააჩნია, შეუძლია დრიბლინგი, მარჯვნივ, მარცხნივ თამაში, შეტევაში თითქმის ყველა პოზიციაზე. სიმართლეა, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს სტატისტიკას, პასებს, გოლებს, მან იცის, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ არ აქვს საუკეთესო სტატისტიკა, მაგრამ პირველია, ვინც მუშაობს, ბევრს მუშაობს და მეტი არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ყველაფერს აკეთებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთელი მარტო არ თამაშობს, ზუკასგან ყველაფერს ვერ მოვითხოვთ, ეს ყველას გასაკეთებელი საქმეა. თუ თანაგუნდელები უკეთ თამაშობენ, ისიც უკეთ ითამაშებს. ამიტომ, როდესაც ინდივიდებზე ვსაუბრობთ, გუნდური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ყველამ ინდივიდუალურად მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა გუნდურად კარგი თამაში უზრუნველყოს. თუ გუნდი უკეთესია, ეს მას დაეხმარება“, - თქვა რიერამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 30 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115299