ფეხბურთი

11:21 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ევრო 2024-ის მეტოქეებთან

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!

ვილი სანიოლის გუნდმა პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო ევრო 2024-ზე F ჯგუფში ითამაშებს თურქეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის წინააღმდეგ. ხსენებული ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი სტატისტიკა ასეთია:

თურქეთი - საქართველო (18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი)

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მეტოქეებიდან ყველაზე კარგად სწორედ თურქეთის ნაკრებს იცნობს, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა. ბალანსი თურქების მხარესაა - 1 მოგება საქართველოს, 1 ფრე და 3 მარცხი.

საქართველო 2007 წლის 7 თებერვალს, ამხანაგურ მატჩში დავით სირაძის გოლით მოიგო. ფრე დაფიქსირდა 2004 წლის 4 სექტემბერს, ტრაბზონში (1:1), ხოლო თურქეთმა 2002 წელს მოიგო 3:0 სპარინგში, 2005 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5:2 და ბოლო დაპირისპირებაც 2012 წლის 24 მაისს - 3:1.

საქართველო - ჩეხეთი (22 ივნისი, ჰამბურგი, 17:00 საათი)

ჩეხეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. ასე რომ, მათი გზები ევრო 2024-ზე პირველად გადაიკვეთება. საინტერესოა, რომ საქართველო და ჩეხეთი ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფშიც ერთად არიან, ასე რომ, თუ ისინი 30 წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2024 წელს სამჯერ შეხვდებიან.

საქართველო - პორტუგალია (26 ივნისი, გელზენკირხენი, 23:00 საათი)

საქართველოს ნაკრები პორტუგალიას აქამდე ერთადერთხელ შეხვედრია. ეს მოხდა 2008 წლის 31 მაისს, ამხანაგურ შეხვედრაში და მაშინ პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123375