კალათბურთი

0:58 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 8 ქულა სერია A-ში, "ვირტუსმა" ლიდერი დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბრეშას“ დაუპირისპირდა, რომელიც ადვილად 87:73 დაამარცხა.

ლუკა ბანკის გუნდმა პირველი პერიოდი ორი ქულით წააგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და მთლიანობაში მარტივად მოიგო.

თორნიკე შენგელიამ 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომელშიც შენგელიაც მონაწილეობდა და ქართველი კალათბურთელი გააძევეს.

„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 7 წაგებით ლიდერობას სწორედ „ბრეშასთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 1 აპრილს, „პისტოიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112228