ფეხბურთი

0:45 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუსტავო პოიეტი: "ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მთელ ქვეყანას"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ურუგვაელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და საქართველოს მიულოცა:

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, მთლიანად ქვეყანას და განსაკუთრებით, ვილი სანიოლის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. მატჩის შემდეგ აჟიოტაჟში ვერ მოვახერხე მისთვის პირადად მილოცვა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამის გაკეთებს.

ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რასაც ველოდით. ბევრი ბრძოლა და ყვითელი ბარათი იყო, პენალტებში კი, ყოველთვის იღბალი ერთი გუნდის მხარეს უნდა იყოს და ის დღეს საქართველოს ნაკრების მხარეს იყო“, - თქვა პოიეტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11495