ფეხბურთი

22:55 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციამ ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სერბეთთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

თუმცა, მას ფაქტობრივად საკუთარ თავთან მოუწია საუბარი, უფრო კონკრეტულად, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან, რადგან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი არავინ იყო.

"სანამ თამაშზე ვისაუბრებ, სამწუხაროა, რომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი არ არის. გარედან ბევრი ლაპარაკი გვესმის, ყოველი მატჩის შემდეგ არის კითხვები, შეშფოთება და კიდევ ათასი რამ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აქ მოსულიყვნენ, არ მოვიდნენ. არ ვიცი, მოვლენ თუ არა თამაშის შემდეგ, ეს სხვა საქმეა, თუმცა სამწუხაროა, რომ ახლა აქ არავინაა.

მოედანზე ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ეს ჩვენთვის სერიოზული გამოცდაა. ლატვიასთან შედეგი (1:1 - რედ) არ არის ის, რომელიც გვინდოდა, იმიტომ, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში ასე არ ყოფილა. რთული მატჩი გველოდება და ეს არის შესაძლებლობა, ახალი სახეები ვნახოთ და ახალი რაღაცები ვცადოთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსი სერბეთის ნაკრებს 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121556