ფეხბურთი

22:15 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "პსჟ-სთვის ჩემი მომავალი აქტუალური თემა აღარ არის"

კილიან მბაპემ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ მას მომავალზე აღარ ელაპარაკებიან. ფრანგმა გულშემატკივრები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერი გაირკვევა.

„ევროპის ჩემპიონატზე ხალხი მშვიდად იქნება, რადგან ყველაფერი ეცოდინებათ. პსჟ-სთვის ჩემი მომავალი აღარ არის აქტუალური თემა, ამაზე აღარავინ მელაპარაკება“, - აღნიშნა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113906