ფეხბურთი

20:47 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისს ზაფხულში კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს

საკლუბო ფეხბურთში პაუზაა, მაგრამ ნეაპოლური გამოცემა Corriere del mezzogiorno ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მოლაპარაკებებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. როგორც გაზეთი იტყობინება, ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის და პიოტრ ჟიელინსკის „ნაპოლიდან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ამის გათვალისწინებით კი, აურელიო დე ლაურენტისს არ სურს კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვა და ყველაფერს გააკეთებს ხვიჩას შესანარჩუნებლად.

ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარას 150 მილიონ ევროდ აფასებს, რათა მისით დაინტერესებული კლუბები მოიგერიოს. ამასთან, აპირებს, რომ ქართველი ფეხბურთელის მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ამჟამად წლიურად 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110955