ფეხბურთი

1:32 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან ითამაშებს

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები ძალიან ადვილად, 5:0 დაამარცხა.

გუსტავო პოიეტის გუნდმა მეტოქეს მართლაც მარტივად აჯობა, რადგან საწყის 15 წუთში უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, ხოლო პირველი ტაიმი 4:0 მოიგო. მატჩის მიწურულს ბერძნებმა მეხუთეც გაიტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

საბერძნეთი - ყაზახეთი 5:0 (4:0)

გოლები: 1:0 ბაკასეტასი (9), 2:0 პელკასი (15), 3:0 იოანიდისი (37), 4:0 კურბელისი (40), 5:0 ტაპალოვი (87, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112701