ფეხბურთი

0:36 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზეპ ბლატერი: "ჩემთან ანგელოზები მოვიდნენ, სამოთხეში ჩემი წაყვანა უნდოდათ"

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა 2021 წლის იანვარში გულის ძალიან რთული ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მან ერთი კვირა ხელოვნურ კომაში გაატარა.

88 წლის შვეიცარიელმა სწორედ ის დღეები გაიხსენა ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში.

„ჰალუცინაციები მქონდა. დავინახე ანგელოზები, რომლებიც ჩემკენ მოდიოდნენ და ჩემი წაყვანა სურდათ. მე მათ ვუთხარი: „არა, არ ვარ მზად წასასვლელად“.

„კომაში ვიყავი, თეთრებში ჩაცმული ორი საყვარელი ქალბატონი მეძებდა, მაგრამ ისინი ჩემს სიზმარში ან რეალობაში ანგელოზები იყვნენ. მითხრეს, რომ უნდა მოვმკვდარიყავი და სამოთხეში მელოდნენ. სამ თვეზე მეტი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, - თქვა ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი 1998-2015 წლებში ფიფას პრეზიდენტი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110669