ფეხბურთი

23:05 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუამ "რეალის" ვარჯიშზე მყესები მეორედ გაიწყვიტა

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა, რომელმაც ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა, ისევ ტრავმა მიიღო.

როგორც ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელმა მეკარემ მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. უცნობია, ზუსტად რა დროით იუქმებს კურტუა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

შეგახსენებთ, რომ კურტუამ მძიმე ტრავმა მიმდინარე სეზონის სტარტის წინ მიიღო, ამჯერად კი, კიდევ ერთხელ მოუწევს სერიოზულ დაზიანებასთან გამკლავება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111459