ფეხბურთი

13:10 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრები, რომლებმაც მესი ჰონგ კონგის ნაკრებთან მატჩში ვერ ნახეს, კომპენსაციას მიიღებენ

გულშემატკივრები, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები „ინტერ მაიამისა“ და ჰონგ კონგის ეროვნული ნაკრების საგამოფენო მატჩისთვის, კომპენსაციას მიიღებენ ბილეთის ფასის 50%-ის ოდენობით - გვამცნობს ტვიტერზე Agence France-Presse.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავმა ლიონელ მესიმ.

კომპენსაცია გადაეცემა მათ, ვინც უარს იტყვის მატჩის ორგანიზატორებთან რაიმე სასამართლო პროცესზე. ეს შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გაიმართა, ტრიბუნებზე 38 323 მაყურებელი იყო, მესიმ ტრავმის გამო მთელი თამაში სკამზე გაატარა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ბილეთის მინიმალური ფასი 115 ევრო გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108246