ფეხბურთი

20:53 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომა ტაბატაძის დუბლი უზბეკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში თომა ტაბატაძის „ნავბაჰორი“ სტუმრად „ბუნიოდკორს“ დაუზავდა (2:2), ხოლო ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა.

ტაბატაძემ, რომელმაც 89-ე წუთამდე ითამაშა, ანგარიშით მე-60 წუთზე თავური დარტყმით გახსნა, ხოლო 13 წუთში პენალტით დუბლიც გაიფორმა. მიუხედავად ამ გოლებისა, „ნავბაჰორმა“ ვერ მოიგო, რადგან ორჯერ გაუშვა და ქულას დასჯერდა.

თომა ტაბატაძეს მიმდინარე სეზონში 3 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევრებს კი 3 გოლით უსწრებს (მათ შორის, აკაკი შულაიას და გიორგი კუხიანიძეს).

„ნავბაჰორი“ 5 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში, 31 მარტს, „სურხონს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113425