ფეხბურთი

16:35 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგიდან" ნიკო კოვაჩი დაითხოვეს

„ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნიკო კოვაჩი დაითხოვეს. ინფორმაცია გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ხორვატის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გამოდგა, რადგან „მგლებს“ 2024 წელს 10 მატჩიდან არცერთი მოუგიათ. ბოლოს მათ „აუგსბურგთან“ 1:3 წააგეს.

„ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაში 26 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-14 ადგილზეა და გავარდნის საფრთხეც ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100573