ფეხბურთი

21:16 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარგი ამბავი: „უოტფორდმა“ მოიგო, ჩაკვეტაძემ 79 წუთი ითამაშა

ინგლისური ჩემპიონშიფის 38-ე ტური მატჩში „უოტფორდი“ „ბირმინგემს“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ნიგერიელმა ემანუელ დენისმა გაიტანა.

ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი და სასიხარულო ის არის, რომ ჩაკვეს ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, მან 79 წუთი დაჰყო მინდორზე, ყვითელი ბარათი მიიღო და მშვიდობით გავიდა მინდვრიდან. 21 მარტს ლუქსემბურგთან ერთა ლიგის ნახევაფინალური მატჩის წინ ეს ძალიან კარგი ამბავია.

საინტერესოა, რომ უოტფორდელებმა პირველი მატჩი ჩაატარეს ახალი მთავარი მწვრთნელის, ტომ კლევერლის ხელმძღვანელობით.

„უოტფორდი“ ახლა 48 ქულით სატურნირო ცხილში მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116775