ფეხბურთი

20:44 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კეინის კიდევ ერთი რეკორდი

ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ სტუმრად „დარმშტადტი“ გაანადგურა (2:5). დუბლი მიითვალა ჯამალ მუსიალამ (მან გოლს ერთი ზუსტი პასიც დაამატა).

ჰარი კეინმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბოლოსკენ კი დაშავდა და შეცვალეს. 82-ე წუთზე მის მაგიერ მინდორზე ერიკ ჩუპო-მოტინგი გავიდა.

საინტერესოა, რომ კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაში პირველ სეზონში 31 გოლის გატანა მოახერხა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sports.

თითო გოლიც სერჟ გნაბრიმ და მატის ტელმა გაიტანეს.

ახლა „ბაიერნს“ 60 ქულა მოუგროვდა და ისევ მეორე ადგილზეა. 7 ქულით ჩამორჩება „ლევერკუზენს,“ რომელიც კვირას „ფრაიბურგს“ ესტუმრება.

გერმანია. ბუნდესლიგა. 26-ე ტური. 16 მარტი: დარმშტადტი - ბაიერნი 2:5, ჰაიდენჰაიმი - გლადბახი 1:1, მაინცი - ბოხუმი 2:0, უნიონ ბერლინი - ვერდერი 2:1, ვოლფსბურგი - აუგსბურგი 1:3, ჰოფენჰაიმი - შტუტგარტი მოგვიანებით გაიმართება

თეგებიჰარი კეინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132069